შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში, – ჯერ სახალხო ლაშქარ "ბაგრატიონის", ხოლო აღნიშნული ლაშქრის საქართველოს თავდაცვის მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-8 ბატალიონთან შეერთების შემდეგ, აღნიშნული ბატალიონის მე-2 (ბაგრატიონის სახელობის) ასეულის შემადგენლობაში. 1993 წლის 15 იანვარს აღნიშნული ასეული, ბრიგადის ხელმძღვანელობის დავალებით იცავდა პოზიციებს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან. ამ ბრძოლაში კახა ახობაძე გმირულად დაიღუპა მიყენებული ჭრილობებისაგან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.59-60 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |