შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის მე-8 ვაჟთა სკოლა. 1950 წელს სწავლა გააგრძელა ბორჯომის სატყეო-სამეურნეო ტექნიკუმში; 1954 წელს მუშაობა დაიწყო სიღნაღის სატყეო მეურნეობის, წნორის სატყეოს უფროსი ტყისმცველის თანამდებობაზე; 1954 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში; 1956 წელს სწავლა გააგრძელა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე; 1963 წელს მუშაობა დაიწყო საგარეჯოს სატყეო მეურნეობის მანავის სატყეოს უფროსის თანაშემწედ; 1965 წელს დანიშნეს მანავის სატყეოს უფროსად; 1971 წელს გადაიყვანეს სამუშაოდ მარნეულის სატყეო მეურნეობის დირექტორად; 1972 წელს გადაიყვანეს გურჯაანის რაიონის ლელის სატყეო სანერგის დირექტორად; 1974 წელს წითელწყაროს რაიონში, სატყეო მეურნეობის დირექტორად; 1977 წელს დანიშნეს საგარეჯოს სატყეო მეურნეობის მანავის სატყეოს უფროსად. იგი საგარეჯოს სატყეო მეურნეობაში შეუცვლელ მეტყევედ ითვლებოდა. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.36 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |