The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე ჯინჭველაშვილი

ეკატერინე ჯინჭველაშვილი
Date of birth:14 September, 1976  (48 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1998 წელს; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წელს - ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2005 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003 წელს - ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2005 წელს - ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2007-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2011-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კონსულტანტი; 2012-2015წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2014-2015წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში; 2015 წლის აგვისტოდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: