The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა არეშიძე

ნინა არეშიძე
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ–გეოლოგის სპეციალობით 1971 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1971-1972წწ. ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან მუშაობს საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე გრუნტების მექანიკისა და ფუძე–საძირკვლების მიმართულებით ასისტენტ პროფესორად. არის 33 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ხელმძღვანელობს მაგისტრანტებს და საკვალიფიკაციო ნაშრომებს მშენებლობის დარგში. მის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს: საინჟინრო გეოლოგია, გრუნტების ფიზიკო-მექანიკური თვისებების კვლევა. გრანულომეტრული მონაცემების, სიმკვრივის, კუმშვადობის, ძვრადობის და სხვა მახასიათებლების კვლევა, გრუნტების თვისებების გაუმჯობესების მეთოდების კვლევა. გეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (1993).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. თეთრი არაგვისა და ქსნის ხეობებში ქსელური ნატანების თვისებების შესახებ", დაიცვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში 2004 წელს. 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: