The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან კუბლაშვილი

მურმან კუბლაშვილი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, მართვის ავტომატიზირებული სისტემების მათემატიკური უზრუნველყოფის სპეციალიზაციით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა.

1975-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, გამოთვლითი ცენტრი, სტაჟიორ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1977-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მეცნიერ მუშაკი, უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1985-2011წწ. კათედრა-კომპიუტერული პროექტირების სისტემები მშენებლობასა და არქიტექტურაში, დოცენტი, კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; 2011 წლიდან  მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების  დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. შრომები ძირითადად ეხება სხვადასხვა ტიპის სინგულარული ინტეგრალური განტოლებების, ბზარების ამოცანების და შრედინგერის ტიპის დიფერენციალური განტოლებების რიცხვითი ამოხსნებისათვის მათემატიკური მოდელების შექმნას და მათ კომპიუტერულ რეალიზაციას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: