The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მამამთავრიშვილი

ოთარ მამამთავრიშვილი
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1996  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1976–1979წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1980–1996წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის I კათედრის გამგე. მან კლინიკურ პრაქტიკაში დანერგა ორიგინალური ოპერაციული მეთოდები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლსა და ელენთაზე. აღსანიშნავია ექსტრაპერიტონიზაციის მეთოდი, რომლითაც ხდება ინფექციის შესაძლო კერის იზოლაცია პერიტონეუმის ღრუდან, რაც პერიტონიტის პრევენციის ძირითადი პირობაა და სხვ. არის სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1973), ქირურგი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.487

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკად. გ. მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, თავმჯდომარე (1994-1996)
  • ბელორუსის სამეცნიერო ქირურგიული საზოგადოება, საპატიო წევრი (1978-)
  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საქართველოს ქირურგიის სამეცნიერო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1976-1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1984 - საქართველოს სახელმწიფოს პრემია

გააზიარე: