| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მამამთავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1976–1979წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1980–1996წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის I კათედრის გამგე. მან კლინიკურ პრაქტიკაში დანერგა ორიგინალური ოპერაციული მეთოდები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლსა და ელენთაზე. აღსანიშნავია ექსტრაპერიტონიზაციის მეთოდი, რომლითაც ხდება ინფექციის შესაძლო კერის იზოლაცია პერიტონეუმის ღრუდან, რაც პერიტონიტის პრევენციის ძირითადი პირობაა და სხვ. 85 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონებებისა და 1 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1973), ქირურგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.487; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.692 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

