შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის პირველი სამხედრო გიმნაზია 1866 წელს და საარტილერიო სამხედრო სასწავლებელი 1868 წელს. 1872 წლიდან მსახურობდა მე-16 გრენადერთა მინგრელსკის პოლკში. 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე. 1893–1895წწ. მეთაურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას; 1901–1904წწ. მე-6 მორტირთა საარტილერიო პოლკს; 1905–1907წწ. მე-5 მორტირთა საარტილერიო დივიზიონს; 1907–1908წწ. აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 მსროლელ საარტილერიო ბრიგადას. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1907). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.489
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |