The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ ახსიაშვილი

ემზარ ახსიაშვილი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1968
გარდაცვ. თარიღი:25 სექტემბერი, 1993  (25 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ საფრაშენის სასაფლაო, თეთრიწყაროს რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. 1987 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური ავღანეთში მოიხადა. ავღანეთიდან საპატიო სიგელებითა და მედლებით დაბრუნდა. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში პოლიციელად, საბურთალოს რაიონის უბნის ინსპექტორად. შემდეგ მიავლინეს კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში, სპეციალურ ჯგუფში, ჯერ უმცროს ინსპექტორად, შემდეგ კი ინსპექტორის თანამდებობაზე. პარალელურად მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტში. შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო და იქაც წავიდა. 1993 წლის 25 სექტემბერს საომარი მოქმედებების დროს ემზარ ახსიაშვილი ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. პოლიციის ლეიტენანტი.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.62-63

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მებრძოლი ინტერნაციონალისტი"
    ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებში მიღებული მონაწილეობისთის

გააზიარე: