შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მამიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კონოტოპი, სუმის ოლქი, უკრაინა. დაამთავრა ომსკის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1990 წელს. იყო სოციალისტური ბანაკის ქვეყნების შეჯიბრების გამარჯვებული (1984), რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (1991); 1998–2002წწ. სპორტული საზოგადოება ცსკა-ს ხელმძღვანელი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1995) და პრეზიდენტი (2001), რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2001). მიღებული აქვს რუსეთის სახელმწიფო ჯილდოები. სსრკ ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული (1983), მსოფლიოს ორგზის მესამე ადგილის პრიზიორი (1984, 1985), მსოფლიოს ორგზის მეორე ადგილის მფლობელი (1989, 1990). ქართული წარმოშობის რუსი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.493 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |