The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ბაგაური

ბადრი ბაგაური
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1992  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაგანი, სამტრედიის რაიონი.

სწავლობდა კულაშის პროფტექნიკურ სასწავლებელში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა კულაშის საქსოვ ფაბრიკაში. აფხაზეთის ომის დროს ბადრი ბაგაური ჩარიცხული იყო ეროვნული გვარდიის 26-ე ბატალიონში (ბატალიონი "იმედი"), გმირულად დაიღუპა გაგრაში საბრძოლო მოქმედების დროს. უფროსი ლეიტენანტი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.64


გააზიარე: