შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაახასიათებდნენ როგორც ჭკვიან, ენერგიულ და მამაც ახალგაზრდას. XVII ს. 30-იან წლებში ქართლის მეფე როსტომმა მემკვიდრედ აირჩია. ის თავის ძმის, ალექსანდრე III-ის მმართველობის პერიოდში სათავეში ედგა ოდიშელთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლას და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა 1647 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა ლევან II დადიანს. ალექსანდრე III ბევრს ეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. დადიანმა ის დააბრმავა, რის შემდეგაც იგი მალევე გარდაიცვალა. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, იმერეთის მეფე გიორგი III-ის ძე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერორედაქცია: georgianencyclopedia.ge; ka.rodovid.org; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.498-499
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |