The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მამუჩიშვილი

გიორგი მამუჩიშვილი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1997  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია 1936 წელს.

1936–1940წწ. იყო რუსთაველის, 1940 წლიდან – თელავის თეატრის მსახიობი. შეასრულა გურიელის (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), სიმონის (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), მეწისქვილის (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მეფის (გ. ქელბაქიანის "თქმულება სიყვარულზე"), იანვარას (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დათოს (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბერიკას (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), ურაზმაგის (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), ჯანდიერის (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი") და სხვა როლები. გადაღებულია ფილმებში: "გოლა, შემთხვევა ზურგში" (რეჟ. გ. მატარაძე, 1980), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (იორამი, რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984). თეატრისა და კინოს მსახიობი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.503

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: