შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1972 წელს; სოფლის მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1986 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში ინჟინერ-ტაქსატორად; 1979-1986წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროს ტყეთმოწყობისა და ტყითსარგებლობის სამმართველოში წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე; 1986 წლიდან გადაყვანილ იქნა იმავე სამმართველოში ტყეთმოწყობის განყოფილების უფროსად; 1987-1991წწ. იყო ბოლნისის სატყეო მეურნეობის დირექტორი; საქართველოს ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის სამინისტროს ტყის დაცვისა და ტყის რესურსების რაციონალურად გამოყენების სპეციალიზირებული ინსპექციის უფროსი; 1992 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, სატყეო მეურნეობის კომიტეტის და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2002-2004წწ. ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 1964-1965წწ. თამაშობდა ფეხბურთს 35-ე საფეხბურთო სკოლაში; 1965 წლიდან თბილისის ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში და დუბლ-შემადგენლობაში. მისი მონაწილეობითა და რედაქტორობით შემუშავდა "ტყის კოდექსი" და ბევრი დებულება და ნორმატიული აქტი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.38 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |