The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის მანაგაძე

დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1991  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1940 წელს.

1953 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ჩაის პლანტაციებზე" (1960), "ლაჯანურჰესის მშენებლობა" (1961), "ქსნის ციხე", "ბერლინის დაცემა". "1945 წელი" (ორივე 1964), "შოთა რუსთაველი", "პოეტ გ. ლეონიძის პორტრეტი" (ორივე 1966), "არც ერთი ნაბიჯი უკან" (1975), "განახლებული მიწა" (1979) და სხვ. გააფორმა "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება" (1966), სადაც აღწერილია XX ს. 60-იან წლებში პალესტინასა და ისრაელში შემორჩენილი ქართული კულტურის კვალი. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო და ომსკის სახელმწიფო ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.504-505

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: