Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი დათუნაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი, სატყეო მეურნეობის ინჟინრის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1982წწ. მუშაობდა საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტი"-ს ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში; 1982 წლიდან ხე-ტყის და ხის გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროში უფროს ინჟინრად; 1985 წლიდან იმავე სამინისტროს სასკოლო ინვენტარის ფაბრიკაში სატყეო პუნქტის უფროსად; 1987-1992წწ. მუშაობდა ამავე ფაბრიკის გასაღების განყოფილების უფროსად; 1992 წლიდან სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტში სატყეო ინსპექციის მთავარ სპეციალისტად; სატყეო ინსპექციის უფროსის მოადგილედ; ტყის აღრიცხვისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს განყოფილების უფროსად; იყო სატყეო დეპარტამენტის ტყის მართვის სამსახურის უფროსი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |