შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ბაღათურია![]()
ბიოგრაფიააფხაზეთის ომის დროს მამა-შვილი შოთა და ელგუჯა ბაღათურიები მოხალისეებად ჩაეწერნენ 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში რიგითებად. 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან გამართულ ბრძოლაში ელგუჯა ბაღათურია მძიმედ დაიჭრა ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად და ჰოსპიტალში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შოთა ბაღათურია სოხუმის დაცემამდე იბრძოდა. დაიღუპა 27 სექტემბერს სოხუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე ბრძოლების დროს. დაკრძალულია იქვე, სოხუმში, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.70-71
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |