Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა ბაღათურია![]()
Biographyელგუჯა ბაღათურია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩარიცხული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მესამე ბატალიონის პირად შემადგენლობაში ასეულის ზემდეგად. 1992 წლის ოქტომბრიდან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ელგუჯა ბაღათურია 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან გამართულ ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად და გარდაიცვალა. დასაფლავებულია გულრიფშის რაიონის სოფელ კაშტაკში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში (იბრძოდა მამასთან, შოთა ბაღათურიასთან ერთად).
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.70-71
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |