შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა არეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "იბერიის" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1996 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა (2014-2015); ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს ადვოკატურის საერთო ტესტირება. 1997-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ქ. რუსთავის ადვოკატურაში ადვოკატად, შემდგომ "იურიდიული ბიურო – გ. დავითაშვილი", ამხანაგობის წევრი; 2006-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2012 წლიდან - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციალიზებული მოსამართლე; 2016-2017წწ. - მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; 2017 წელს - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სტაჟირების კოორდინატორი; 2016 წლის თებერვიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ახალი ვადით. 2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |