შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მანველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. 1833–1834წწ. სწავლობდა გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და საკავალერიო იუნკერთა სკოლაში. სამსახური დაიწყო ლაიბგვარდიის საკავალერიო პოლკში. 1853–1856წწ. იყო ყირიმის ომის მონაწილე; 1862–1867წწ. – რიგის დრაგუნთა პოლკის მეთაური (პოლკოვნიკის რანგში); 1862 წლიდან გენერალ-მაიორი. ცნობილია როგორც მემუარისტი. ავტორია ნაშრომისა "Воспоминания генерал-лейтенанта в отставке, князя Манвелова". 1889 წელს მან ლერმონტოვის მუზეუმს გადასცა პოეტის ნახატების ალბომი თანდართული წერილით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის "ოქროს იარაღი" (1855). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1868). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.513 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |