შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დადეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ტყეთმოწყობის საწარმოში; 1949 წელს იყო ტაქსატორის მოადგილე; 1960 წელს ტყეთმოწყობის პარტიის უფროსი; 1965 წელს ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოს, საწარმოო განყოფილების უფროსი; 1967 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის, საგეგმო-საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1968 წელს საქართველოს საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მთავარი მეტყევე-ინჟინერი; 1972 წელს სახელმწიფო კომიტეტის მიწათმოქმედების ქვეგანყოფილების უფროსი; 1973 წელს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ბუნების დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1988 წელს პერსონალური პენსიონერი; 1992 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკონტროლო ჯგუფის უფროსი; 1994 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საქმეთა მმართველობის უფროსი; 1995 წელს საოქმო-საკონტროლო განყოფილების უფროსი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |