The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ნანიტაშვილი

ვახტანგ ნანიტაშვილი
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1991 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და საქმიანი ურთიერთოების ფაკულტეტი 1993 წელს; სტუ-ს დასწრებული სწავლების ასპირანტურა 1996 წელს.

1991-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის კათედრა, სტაჟიორ-მკვლევარი; 1994-1999წწ. სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1994-2002წწ. სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო-შემოქმედებითი ასოციაცია, პრეზიდენტი; 1999-2006წწ. სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის კათედრა, დოცენტი; 2006 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის კათედრ, ასოცირებული პროფესორი. 10-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: