შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბენდელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო კელასური, სოხუმის რაიონი. 1980 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მიიღო საშუალო სპეციალური განათლება. 1992 წელს, აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. იყო ათმეთაური. მონაწილეობა მიიღო ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. არაერთხელ ჰქონდა გამოცხადებული მთავრობის მადლობა. 1993 წლის 11 ივნისს, პოზიციაზე გადაადგილების დროს დაიღუპა სნაიპერის ტყვიით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.78
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |