The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მანჯავიძე

დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1987  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ექსპერიმენტული ფიზიკის სპეციალობით 1947 წელს.

1947–1954წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორანტად და ასისტენტად; 1954–1962წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (ახლანდელი ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი) – ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციის მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1962–1970წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1970–1987წწ. ახალი მეთოდების დამუშავების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; დაამუშავა 1,5-ლიტრიანი კონდენსაციური კამერა (1950), რომელიც გახდა ფიზიკის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური სხივების იალბუზის ლაბორატორიის ძირითადი დეტექტორი; მისი მეშვეობით ქართველმა მეცნიერებმა, ინგლის-საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფისაგან დამოუკიდებლად, თუმცა ერთდროულად, აღმოაჩინეს ახალი სახის ელემენტარული, ე. წ. "უცნაური" ნაწილაკები; 1953 წელს ამავე ლაბორატორიაში დაამუშავა 14-ლიტრიანი კონდენსაციური კამერა და ასობით აღმოჩენილი უცნაური ნაწილაკით შეიქმნა მსოფლიოში უდიდესი ნაწილაკების ბანკი; შემდეგ წლებში მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კონდენსაციური დეტექტორი გამოიყენეს ბირთვულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტში (დუბნა, რფ). 1980 წელს შექმნა დიდი მოცულობის, იმ დროისათვის უნიკალური დეტექტორები, რომელთა მეშვეობით შესრულდა მნიშვნელოვანი კვლევები ცხრაწყაროს კოსმოსური სხივების ლაბორატორიაში; გამოიგონა და შექმნა სრულიად ახალი, ე. წ. დაცლითი-კონდენსაციური და დაცლითი-დიფუზიური კამერები (1968); მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მსოფლიოს უდიდესი 5-მეტრიანი სტრიმერული კამერა (1978); XX ს. 70–80-იან წლებში მისი ხელმღვანელობით ახალი მეთოდების დამუშავების ლაბორატორიაში წარმატებით შესრულდა სამუშაო ექსპერიმენტი მონაცემებისა და სამეცნიერო კვლევების ავტომატიზაციის დარგში, მიკროპროცესორთა გამოყენებით შეიქმნა რამდენიმე მიკრო ეგმ, რომლებიც ექსპერიმენტულ აპარატურასთან ერთად ხაზზე მუშაობდნენ; არის სამეცნიერო ნაშრომებისა და გამოგონების ავტორი; მიღებული აქვს ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის საერთაშორისო პრემია (1966) და სახელმწიფო ჯილდოები. ექსპერიმენტატორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.521

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: