The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მანჯგალაძე

დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 2021  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს; მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო კურსები 1976 წელს.

1960–1974წწ. მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად; 1971–2006წწ. იყო ს.- ს. ორბელიანის სახობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1971–1975წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლული მდივანი – ასპირანტურის განყოფილების გამგე. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.521-522

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: