The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვაჩნაძე

გიორგი ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 2025  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი მეტყევე ინჟინრის სპეციალობით 1953 წელს; ასპირანტურა 1959 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ტყის ინსტიტუტში ლაბორანტის თანამდებობაზე; 1959 წელს ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1966 წელს ქ. ბაქოში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ბილოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1968 წლიდან მუშაობდა მცენარეთა კვების ლაბრატორიის გამგედ; 1971 წლიდან სატყეო მეურნეობის ქიმიზაციის ლაბორატორიის გამგედ; 1989 წლიდან ტყის ნიადაგებისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, პრაქტიკული მითითებები, ინსტუქციები და სახელმწიფო სტანდარტი.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.45


გააზიარე: