The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ვარდიაშვილი

ვახტანგ ვარდიაშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1969წწ. მუშაობდა კოჯრის სატყეოში ჯერ მოადგილედ, შემდეგ სატყეოს უფროსად; 1971-1977წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტში ინსპექტორად; 1977-1981წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროში საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსად, კოლეგიის წევრად; 1981-1985წწ. იყო სატყეო მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს კოლექტიურ მებაღეობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1987-1991წწ. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ; 1991-1997წწ. საქართველოს კონტროლის პალატაში ტყის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1997-1999წწ. სატყეო დეპარტამენტში ჯერ სატყეო ინსპექციის უფროსად, შემდეგ გენერალური ინსპექციის უფროსად.  

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.46

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეტყევეთა საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეტყევე

გააზიარე: