შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იან მინკევიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნეველი, ვიტებსკის ოლქი (რუსეთი). დაიბადა პოლონელი ვაჭრის ოჯახში. 1843–1848 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1850 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1851–1853 წლებში იყო ნიკოლაი პიროგოვის თანაშემწე პეტერბურგის ჰოსპიტალში. ყირიმის ომის დროს, 1853-1856 წლებში იყო სევასტოპოლის ერთ-ერთი დროებითი სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი. 1856 წლიდან მსახურობდა კავკასიის არმიის მთავარ ქირურგად. 1884 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სამუდამოდ დასახლდა თბილისში, სადაც ეწეოდა პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი შვიდგზის პრეზიდენტი; თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში კათოლიკური საქველმოქმედო საზოგადოების "Dobroszynność" ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები მედიცინის აქტუალური საკითხების, კავკასიის ხალხური მედიცინის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. პოლონური წარმოშობის რუსი ქირურგი, გარდაიცვალა თბილისში. წყარო: საქართველოს ძეგლები: dzeglebi.ge; Памяти Ивана Ивановича Минкевича, доктора медицины. 1826-1897 г. : Некролог. - Тифлис, 1898. - Список тр. И.И. Минкевича (с. 6-9) ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |