შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაქათუბანი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1954 წელს; თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი 1970 წელს. 1956-1968წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის სისტემაში, ქედის სატყეო მეურნეობის მცხეთის სატყეოს უფროსის თანაშემწედ; 1969-1973წწ. მერისის სატყეოს უფროსის თანამდებობაზე; 1973 წლიდან გადაყვანილ იქნა ქედის სატყეო მეურნეობის მთავარი მეტყევის თანამდებობაზე; 2004-2005წწ. ერთდროულად ასრულებდა როგორც მთავარი მეტყევის, ასევე სატყეო მეურნეობის მართვის ქედის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობებს. მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი, მათ შორის მიხეილ მურვანიშვილის სახელობის პრიზი (1983). წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.47 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |