შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა მარგველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს. 1986–1995წწ. იყო რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის იმპლანტოლოგიური განყოფილების ორთოპედი; 1993–2004წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (ორთოპედიულ სტომატოლოგიაში), 1995–1998წწ. სამკურნალო პროფილაქტიკური კომბინატის სტომატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1998–2002წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი; 1998–2022წწ. სტომატოლოგიური კლინიკა "როიალ დენტის" კლინიკური დირექტორი. 1994 წელს დააარსა ინდივიდუალური საწარმო "ვლადიმერ მარგველაშვილის" სტომატოლოგიური კლინიკა; 2001 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიურ დეპარტამენტს. არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი (2004), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი სტომატოლოგიაში (2004). არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. არის პოლონეთის, თურქეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი. არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ორთოპედიული სტომატოლოგიური დახმარების საჭიროების განსაზღვრა და მისი ეფექტურობის გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1991 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კბილის მაგარი ქსოვილების სხვადასხვა ფორმის პათოლოგიური ცვეთის ორთოპედიული მკურნალობის კლინიკურ–ლაბორატორიული დასაბუთება", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: gsa.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 528; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.528 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |