The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა თვაური

ირინა თვაური
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1990 წელს.

1983 წლიდან მუშაობს ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში, ჯერ კანცელარიის გამგედ, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 2004 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაციის EUFORGEN-ის ნაციონალური კოორდინატორი. გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უთხოვრის (Taxus baccata L) ბუნებრივი განახლების, დროში ზრდის მსვლელობის და მისი კორომების აღნაგობა-ფორმირების თავისებურებათა ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.50


გააზიარე: