The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ბუგიანიშვილი

ვალერიან ბუგიანიშვილი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; 2011-2012წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2006-2008წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2008-2011წწ. - საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოში მრჩეველი; 2012 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში; 2012-2019წწ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017-2019წწ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2019 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: