The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვილენ მარდალეიშვილი

ვილენ მარდალეიშვილი
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 2022  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1966 წლიდან მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში ("ეკრანის ამბები", "საქართველოს კინემატოგრაფისტი", "კომუნისტი", "კაბადონი-8", "საქართველოს რესპუბლიკა"; აგრეთვე, საქტელერადიო კომიტეტში, კინოინფორმაციისა და რეკლამირების ბიუროში, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამომცემლობაში). ავტორია ჟურნალისტური კრებულებისა:  "დიალოგები კინოზე" (1976), "ძვირფასი წუთები" (1981), "რედაქციიდან გაწუხებთ" (1988). საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა 1986 წელს "წლის საუკეთესო ჟურნალისტად" დაასახელა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.531

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 2005 - ოქროს ფრთა (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ჯილდო)
  • 2003 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1993 - ღირსების ორდენი
  • 1989 - სახელმწიფო პრემია

გააზიარე: