შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხვიჩა ბიძინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი. 1991 წლიდან ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში. მსახურობდა ტყიბულის მე-17 ბატალიონში, შემდეგ შინაგან ჯარებში, იყო შინაგანი ჯარების საპატრულო ლეგიონის პირველი ასეულის მებრძოლი, რიგითი. ცხინვალიდან დაწყებული იბრძოდა ყველგან, გმირულად დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს სოფელ კინდღთან დესანტთან უთანასწორო ბრძოლების დროს. მხოლოდ 48 დღის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეომრების ცხედრების გამოტანა, მათ შორის ხვიჩა ბიძინაშვილისაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.91-93
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |