The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ბლიაძე

თენგიზ ბლიაძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1955
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1993  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყვიბისი, ბორჯომის რაიონი.

მუშაობდა რკინიგზაში მუშად. სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბორჯომის  მეორე ჩამოსასხმელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. თენგიზ ბლიაძე 1992 წლის 27 ოქტომბერს ბორჯომის სამხედრო  კომისარიატმა აფხაზეთის დასაცავად გაიწვია, იბრძოდა სოხუმში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  239-ე  საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის  შემადგენლობაში. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა მარჯვენა ხელსა და ფეხში. 1993 წლის 26 სექტემბერს დაიკარგა სოხუმში. მას შემდეგ ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად. ეფრეიტორი. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შემდეგ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.94


გააზიარე: