შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ მიქელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს; 1979 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1979 წელს; საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 1980 წელს მუშაობდა "საქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1991-1993წწ. საქართველოს საინჟინრო აკადემიაში განყოფილების გამგედ; 1993-1996წწ. იყო შ.პ.ს. "სოეკის" დირექტორი; 1996-1998წწ. თბილისის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი; 1998-1999წწ. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შიდა აუდიტორი; 1999-2005წწ. თბილისის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი, განყოფილების გამგე; 2005-2006წწ. აუდიტორული კომპანია "UBS ინტერნეშენალის", საგადასახადო აუდიტორი; 2006-2009წწ. მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მრჩეველი; 2009 -2011წწ. სასწავლო უნივერსიტეტი "მასკის" ადმინისტრაციის უფროსი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი; 2011 წლიდან არის სამეწარმეო განათლების ცენტრის დირექტორი; 2011- 2012წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრის მკვლევარი; 2006-2012წწ. ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების ლექტორი; 2011-2016წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების ლექტორი; 2013-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სწავლების ლექტორი; 2013–2015წწ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი "გორგასალის" ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. ბიზნესისა და მენეჯმენტის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; 2013–2018წწ. საქართველოს ბიზნესის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; 2014-2017წწ. უმაღლესი სასწავლებელის "ჯორჯიას" ასოცირებული პროფესორი; 2014–2016წწ. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ბიზნესის მიმართულების რედაქტორ-კონსულტანტი; 2014-2018წწ. საქართველოს ბიზნესის აკადემიის სენატის წევრი; 2014–2018წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარი; 2014 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 მაგისტრანტის სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 3 დოქტორანტის სადოქტორო დისერტაციის საბჭოს წევრი, 2 დოქტორანტის რეცენზეტი, 6 დოქტორანტის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან ბალტიის საერთაშორისო აკადემიის აგენტი / წარმომადგენელი საქართველოში; 2015 წლიდან სამეწარმეო განათლების ეროვნული ასოციაციის დირექტორი; 2017- 2019წწ. უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯიას" საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისის ხელმძღვანელი პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისის ხელმძღვანელი; 2018-2019წწ. უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯიას" პროფესორი უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯიას" პროფესორი; 2018-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის "ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის" ხელმძღვანელი 2019-2021წწ. თბილისის თავისუფალი აკადემიის პროგრამული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი; 2018-2024წწ. თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი; 2021 წლიდან თბილისის თავისუფალი აკადემიის საპატიო დოქტორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2020-2022წწ. უნივერსიტეტების პროფესორების ამერიკული ასოციაციის American Association of University Professors (AAUP) წევრი; 2022 წლიდან "ბიზნესის ადმინისტრირების" მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიის თავჯდომარე; 2022-2023წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო პროფესორი; 2023 წლიდან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე; 2024 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით (2024). ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2012). წყარო: მერაბ მიქელაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |