შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათია გუდაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს; 2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში; 2006 წლის თებერვალში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის პრეტედენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წლის მარტში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წლის მაისში - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012 წლის მაისში - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2015-2016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2006-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი; 2010-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2012 წლის მაისიდან ნოემბრამდე - შპს "გაბ ჯგუფის" იურისტი; 2012-2016წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტი; 2016 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |