შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ებანოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს. 1999-2003წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივანი; 2003-2004წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი-საიდუმლო საქმის მწარმოებელი, პარალელურად, პლენუმის სამდივნოს უფროსი; 2004-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2005-2006წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსის მოადგილე; 2006-2007წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი; 2007 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე; 2007-2008წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბიუროს უფროსი; 2008-2009წწ. - დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2013 წლის იანვრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2016 წლის თებერვლიდან მარტამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2016-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |