შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით 1986 წელს; ასპირანტურა 1991 წელს. 1991-1995წწ. იყო სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნირებათა კანდიდატის ხარისხი. 2006 წელის 1 ნოემბერს რექტორის ბრძანებით დაინიშნა დეკანის მოვალეობის შემსრულებლად, 2007 წლის 11 მაისს აირჩიეს სატყეო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, არის სამეცნიერო შრომების ავტორი. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |