The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მარკაროვი

ივანე მარკაროვი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1844
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1931  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩარდახლუ, მთიანი ყარაბაღი, ელიზავეტპოლის გუბერნია.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და სამედიცინო-ქირურგიული საიმპერატორო აკადემია.

1871 წლიდან მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1873 წელს დაინიშნა თბილისის სამხედრო გიმნაზიის უფროს ექიმად, იმავდროულად მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში (თბილისი); თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის კოჯრის განყოფილების უფროსი, 1877–1878წწ. იქვე ჰქონდა ბავშვთა საავადმყოფო; კავკასიის I საკავალერიო, კაზაკთა I, მე-18 ქვეითი დივიზიებისა და მე-14 საარმიო კორპუსის ექიმი (1891–1903), სახელმწიფო მრჩეველი (1897), კავკასიის საარმიო კორპუსის მთავარი ექიმი (1904). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რუსეთის იმპერიის არმიის სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1904), გენერალ-ადიუტანტი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.543

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1874-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1890 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1874 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: