The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მარკოზაშვილი

ივანე მარკოზაშვილი
სხვა სახელი:ივანე მარკოზოვი
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1799
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1877  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის I კადეტთა კორპუსი 1819 წელს.

1819 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური. 1826–1828წწ. რუსეთ-ირანის, 1828–1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის, 1853–1856წწ. ყირიმის ომების მონაწილე. 1844 წელს დაინიშნა I ბრიგადის მე-4 ქართულ სახაზო ბატალიონის, 1852–1856წწ. I ბრიგადის მე-3 ქართული სახაზო ბატალიონის უფროსად. 1858–1859წწ. იყო მეტეხის ციხის კომენდანტი, 1869–1872წწ.  თბილისის საკომენდანტო სამმართველოსთან არსებული სამხედრო-სასამართლო კომისიის უფროსი. 1874 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1871). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.545

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1871 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1862 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1841 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    25 წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის
  • 1841 - ოქროს იარაღი
    25 წლის სამსახურისთვის
  • 1839 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1832 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მშვილდით)
  • 1827 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: