The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ბუძიშვილი

პაატა ბუძიშვილი
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1974
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1993  (18 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა ბაკურიანი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყვიბისი, ბორჯომის რაიონი.

ახალდაბის სკოლა-ინტერნატის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბორჯომის მე-7 პროფტექნიკურ სასწავლებელში, სადაც მიიღო მღებავის პროფესია. მოხალისედ ჩაეწერა ეროვნულ გვარდიაში. იბრძოდა ლაბრაში, 1993 წლის 7 ივლისს დაიღუპა ოჩამჩირეში. პაატა ბუძიშვილი იყო გამნაღმველი, დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად სამ თანამებრძოლთან ერთად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.100


გააზიარე: