შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაიზერ გაბაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი. დაამთავრა ჩელიაბინსკის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო სასწავლებელი ავტოინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1987 წელს. ლეიტენანტის ჩინით გაანაწილეს ქალაქ კიროვობადში ბატალიონის სამსახურის უფროსად. 1987-1989 წლებში მსახურობდა ავღანეთში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა კიევში, მინსკშში, ხონში. 1992 წლის აგვისტოში მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა ავღანელთა პირველი ასეულის მე-3 ოცეულის მეთაურად. 1992 წლის 12 სექტემბერს მძიმედ დაიჭრა ქალაქ გაგრასთან, გარდაიცვალა რამდენიმე დღეში. ლეიტენანტი მაიზერ გაბაიძე ავღანეთში სამსახურისთვის დაჯილდოებულია 1 ორდენით და 3 მედლით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.100-101
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |