The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა სანიკიძე

ზაზა სანიკიძე
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1986 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1996 წელს.

1989-2002წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტი, მიწისძვრების ფიზიკის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1997-2005წწ. უმაღლესი მათემატიკის კათედრა, დოცენტი; 2000-2003წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის და ინფორმატიკის კათედრა, დოცენტი; 2002-2004წწ. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, დოცენტი; 2002-2004წწ. ეკონომიკის, სამართლის და ინფორმატიკის ინსტიტუტი, უმაღლესი მათემატიკის და ინფორმატიკის კათედრა, დოცენტი; 2002-2010წწ. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია, ლაბორატორიის გამგე; 2005-2014წწ. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ადმინისტრაცია, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი. 30-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერი: my.gtu.ge


გააზიარე: