შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენადი გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ესტონკა, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა სავაჭრო ტექნიკუმი. 3 წელი იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს მურმანსკში წყალქვეშა გემზე. აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მაიორ იური ომანიძის სახელობის ბატალიონის ასეულის მსროლელი იყო. დაიღუპა 1993 წლის 24 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ერთ-ერთი ობიექტის დაცვის დროს. გენადი (გენო) გაბუნია და მისი სამი თანამებრძოლი ჭურვის ნამსხვრევებმა ნაფლეთებად აქცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |