The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ გაბუნია

თემურ გაბუნია
სხვა სახელი:თიო გაბუნია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1956
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 1992  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1977 წელს.

მუშაობდა "თბილზნიეპში", საპროექტო ინსტიტუტში "ტურისტპროექტი", "საქქალაქმშენსახპროექტი", არქიტექტურულ სტუდიაში "იერი". ამ პერიოდში შეიქმნა: ჟურნალისტების სახლი ერეკლეს მოედანზე (1980), უნივერსალური სპორტული კომპლექსი "მზიურში" (1981), სასტუმრო 800 ადგილზე ქ. ტაგანროგში (1981), სამხატვრო სახელოსნოების საგამოფენო დარბაზი (1982), სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი საქართველოს სამხედრო გზაზე (1982), მოდების სალონი "ირიდა" თბილისში (1985), უპოვარ ბავშვთა სოფელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (1985). თ. გაბუნია აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ჩაება საბრძოლო ოპერაციებში, იყო სწრაფი რეაგირების ბატალიონის ასეულის მეთაური. 1992 წლის 26 ნოემბერს ოჩამჩირეში მიმავალს, გზაზე მის შესაპყრობად (როგორც მეთაურის) ჩასაფრებულ მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა, თავი საკუთარი ხელყუმბარით აიფეთქა. იყო მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი. მის ხსოვნას ეძღვნება მაია ბერიძის რომანი "მზეზე მონადირე" (თბილისი, გამომცემლობა ლომისი 1999). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.103-106

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: