შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კუხიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში; 1958 წელს შედის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ტყის ინსტიტუტის ასპირანტურაში და მუშაობას იწყებს ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად; 1964 წელს იცავს დისერტაციას ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; იყო ტყის არამერქნიანი რესურსების ლაბორატორიის გამგე; აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებაში. გამოქვეყნებული აქვს 53 სამეცნიერო შრომა, მათ შორის (ავტორთა ჯგუფთან) სამჯერ გამოცემული სახელმძღვანელოები: "მეფუტკრეობა", "მეფუტკრის ცნობარი", მონოგრაფიები: "თაფლის უხვი მოსავლის მიღების გზები", "ქართული რუხი ფუტკარი", "ფუტკარი", "ჰერბიციდებისა და არბორიციდების გამოყენება საქართველოს სატყეო მეურნეობაში". არის მრავალი წერილის ავტორი ჟურნალ-გაზეთებში. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |