შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალაქია მარღანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუდავა, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი. 1879 წლიდან მსახურობდა თურქმენეთის ცხენოსან მილიციაში. მონაწილეობდა 1879, 1880, 1881 და 1884 კამპანიებში თურქესტანში; 1899–1908წწ. იყო თურქმენეთის ცხენოსანი ირეგულარული დივიზიონის; 1910 წლიდან დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის; 1913–1915წწ. კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადის; 1915–1917წწ. კავკასიის მე-3 კაზაკთა დივიზიის I ბრიგადის მეთაური. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში. 1937 წელს ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მიღებული აქვს წმინდა გიორგის ოქროს იარაღი (1916). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.560 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |