შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2007 წელს; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და საერთო სპეციალიზაციით; 2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2011 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2006 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2006-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი, ამავე კოლეგიის სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე; 2008 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი; 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე და ამავე სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსი; 2010-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების უფროსის მოვალეობა; 2010-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2011-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2012-2013წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2013-2015წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2015 წლის 18 აპრილს მიენიჭა კომპანია "Hall Booth Smith, P.C."-სა და ატლანტის (აშშ, შტატი - ჯორჯია) სამართლებრივი საზოგადოების საპატიო წევრის წოდება; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2016 წლის იანვრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2022-2024წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლე; 2024 წლის ოქტომბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; არის 2015 წელს გამოცემული სახელმძღვანელო წინადადებების თანაავტორი სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის; 2008-2015წწ. იყო მართლმსაჯულების, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, სწავლების თანამედროვე მეთოდების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სასწავლო ვიზიტის, სამუშაო შეხვედრის, ტრენინგის მომხსენებელი და მონაწილე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |