| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელდარ ლობჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი 1955 წელს. სწავლა განაგრძო სატყეო ინსტიტუტის ასპირანტურაში მერქანმცოდნეობის სპეციალობით. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: "მერქნის ვეგეტატიური ნამატის დინამიკა და კამბიუმის მოქმედების თავისებურებანი საქართველოს მერქნიან მცენარეებში". 1971 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა კამბიუმის მოქმედებისა და მერქნის რადიალური ნამატის კანონზომიერებას. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, სადაც ჩამოაყალიბა მერქნიან მცენარეთა ანატომიის უნიკალური საკვლევი ლაბორატორია. ამავდროულად იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის ფილიალის პროფესორი, ეკოლოგიის კათედრის გამგე და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. ტყეთმცოდნეობის, მცენარეთა ანატომიისა და მერქანმცოდნეობის ხაზით გამოქვეყნებული აქვს 200 სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ჟურნალებში (1961, 1967, 1986). ავტორია ფუნდამენტური მონოგრაფიისა "კამბიალური აქტივობისა და მერქნის ჩამოყალიბების ეკოლოგია" (2008). აღნიშნულ მონოგრაფიას დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ზოგადი მეტყევეობისათვის, სატყეო ტაქსაციისა და მერქანმცოდნეობისათვის, ტყის კულტურების, მწვანე დეკორატიული მშენებლობისა და სხვა სატყეო და ბიოლოგიური დისციპლინებისათვის. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იყო პედაგოგი და მეცნიერ-ხელმძლვანელი. მისი ხელმძღვანელობით მრავალმა ახალგაზრდამ დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სფეროში გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და 140 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 20-ზე მეტი ამერიკულ სამეცნიერო გამოცემებში. მისი ნაშრომები ციტირებულია როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისე ფრანგულ, გერმანულ, ჩეხურ, ბულგარულ, ჩინურ სპეციალურ ლიტერატურაში და ამერიკაში გამოცემულ სახელმძღვანელოებში. 1978 წელს ოქსფორდის (ინგლისი) და 1983 წელს არიზონის (აშშ) უნივერსიტეტებმა თარგმნეს და გამოსცეს მისი ნაშრომები დენდროქრონო-კლიმატოლოგიის პრობლემებზე. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.57; საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.82-88 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

